ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ასაკის, უსაფრთხოებისა და ფასების შესახებ. ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჩვენთან ვიზიტამდე.
რა ღირს თოკების პარკში ვიზიტი?
თოკების პარკში ვიზიტის საფასური 30 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ფასდაკლება და შეძლებთ განახევრებული ტარიფით ისარგებლოთ – 15 ლარი.
რა არის თოკების პარკის სამუშაო საათები?
1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პარკი ფუნქციონირებს 12 საათიდან მზის ჩასვლამდე. 1 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით პარკი იმუშავებს ვიქენდებსა და მზიან ამინდებში.
რა ასაკიდან შეიძლება თოკების პარკში ვიზიტი?
4-5 წლიდან.
რამდენი დაბრკოლებისგან შედგება თოკების პარკი?
პარკში წარმოდგენილია 9 დაბრკოლება. 5 მარტივი, 4 კი საშუალო სირთულის.
როგორ შეგვიძლია მოვხვდეთ თოკების პარკში?
რუსთაველიდან საბაგიროთი, ჭონქაძის ქუჩიდან ფუნიკულიორით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თავისუფლების მეტროდან.