თოკების პარკის შესახებ

მთაწმინდის პარკში 2025 წლის 17 მაისიდან ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სრულიად უნიკალური გასართობი სივრცე ნებისმიერი ასაკისთვის. ჩვენს კომპანიას თოკების პარკების მოწყობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს, რაც ხაზს უსვამს კომპანიის პროფესიონალიზმსა და სანდოობას.

თოკების პარკი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და თავგადასავლებისა და გართობის მოყვარულებს დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს. აქ გელოდება დაუვიწყარი გამოცდილება ბოგირებზე სიარული, ბალანსის გამოცდა და ახალი გამოწვევების დაძლევა. ეს არის იდეალური ადგილი განსატვირთად და თაგადასავლების დასაგროვლებლად ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის ან გუნდური აქტივობებისთვის.

ჩვენთვის უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა ბილიკი და აღჭურვილობა შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს, ხოლო ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი ინსტრუქტორები მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ, მოგცენ რჩევები და უზრუნველყონ, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს როგორც მხიარული, ასევე სრულიად უსაფრთხო.

თოკების პარკში წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულის ბილიკები, ჯამში ცხრა დაბრკოლება ამიტომ ყველას შეუძლია საკუთარი ძალების გამოცდა და სიამოვნების მიღება უსაფრთხო გარემოში. დაბრკოლებების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიმამაცის სიგელით.

შენი მოგონებები იწყება ჩვენთან